- +995 032 2 224 204
- contact@toptourgeorgia.com
- 47/49 Ketevan Tsamebuli Ave, T'bilisi
სხვადასხვა კურორტზე დასვენება ყველას უყვარს. განსაკუთრებით სასიამოვნოა თუ ერთ ქვეყანაში რამოდენიმე კურორტზე დასვენებაა შესაძლებელი. საქართველო კი სწორედ ასეთი ქვეყანაა. აქ თქვენ დაგხვდებათ სამთო სათხილამურო, ბალნეოლოგიური თუ ზღვის კურორტები. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს აქვს საკურორტო ზონა. საქართველო დამსვენებლებს წელიწადის ოთხივე სეზონზე აქტიურად მასპინძლობს.
ზამთარში საქართველოს უამრავი ადამიანი სტუმრობს, რომლებიც სამთო-სათხილამურო კურორტებზე მიდიან სასრიალოდ და დასასვენებლად. ამ მხრივ საქართველო მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისათვის ნამდვილი სამოთხეა. აქ ხომ რამოდენიმე სათხილამურო კურორტია.
საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან, სამთო-სატხილამურო კურორტ გუდაურამდე 2 საათის გზაა. გუდაურშ სხვადასხვა სირთულისა და სიმაღლის ტრასებზე შეუძლია დამსვენებელს სრიალი.
თუ დასავლეთ საქართველოსკენ აირებთ გეზს, აქ რამოდენიმე ზამტრის კურორტი შეხვდებათ. პირველი კი ბაკურიანია. ბაკურიანი საოცრად მყუდრო კურორტია, სადაც შეგიძლიათ ისრიალოთ, დაისვენოთ, ცხენებითა და მარხილებით ისეირნოთ, ან თუნდაც იქვე არსებულ ულამაზეს ნაძვის ტყეებში ისეირნოთ.
როგორც იცით საქართველოში კავკასიონის მთები გვაქვს, სწორედ კავკასიონის მთებშია სვანეთის რეგიონი ჩაფლული, სადაც ორი საუკეთესო კურორტია სასრიალოდ – ჰაწვალი და თეთნულდი. აქ შეგიძლიათ როგორც ტრასებზე, ასევე გაუკვალავ თოვლში სრიალი. თუ უფრო ექსტრემალური სპორტი გიზიდავთ, მაშინ შეგიძლიათ ჰელისკით დაკავდეთ და საოცარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდეთ შინ.
თუ სამყაროსგან მოწყვეტა და მყუდროდ გაუკვალავ თოვლში და ხელუხლებელ მტებზე სრიალი გსურთ მაშინ ბახმაროა თქვენი მიმართულება. ბახმარო არაა სტანდარტული კურორტი საბაგიროებითა და საუკეთესო სასტუმროებით. ეს არის მყუდრო ზამთრის კურორტი, სადაც მხოლოდ თოვლმავალით შეგიძლიათ ახვიდეთ და სასრიალოდ სკიტურით წახვიდეთ.
ბოლო სამთო კურორტი კი გოდერძია, რომელიც აჭარის რეგიონში მდებარეობს და საუცხოო ბუნებასა და დასვენებასა გპირდებათ. იგი იმითაცაა გამორჩეული, რომ აჭარა, შავი ზღვისპირა რეგიონია, და თუ სრიალით დაიღლებით, შეგიძლიათ ბათუმს ეწვიოთ და იქ განაგრძოთ დასვენება.
ამასობაში ზღვაც ვახსენეთ. საქართველოს ნაწილი შავი ზღვისპირას მდებარეობს. შავი ზღვის პირას დასვენება სხვადასხვა ქალაქებში შეგიძლიათ, განსაკუთრებით დიდი და მრავალფეროვანი არის ბათუმი.
შავი ზღვის პირას მდებარე ამ ქალაქში დამსვენებელი ყველაფერს იპოვის, გემრიელი აჭარული სამზარეულო, ბარები, კლუბები, ტანამდეროვე სასტუმროები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თუ სავაჭრო ცენტრები.
ბათუმის გარდა დასვენებას ქობულეთში, გრიგოლეთში და ანაკლიაშც შეძლებთ.
საქართველოში მხოლოდ დასასვენებლად არ ჩამოდიან, აქ ბალნეოლოგიურ კურორტებზე სამკურნალოდაც ჩამოდიან. ეს მიმართულება ყოველდღიურად იხვეწება და ვითარდება. ყველაზე ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბოა, სადაც სხვადასხვა სახის მინერალური წყლებით შეგიძლიათ იმკურნალოთ.
არ უნდა გამოგვრჩეს ბორჯომის, სადაც სხვადასხვა სასტუმრო სპასა და დასვენებას გთავაზობთ.
ბანლეოლოგიური კურორტი თბილისშიც გვაქვს, სადაც გოგირდის წყლებითა და სხვადასხვა მინერალური წყლებით ხდება მკურნალობა.
წყლებს რომ გადავუხიოთ ცოტა, კახეთში გურჯაანში მდებარეობს კურორტი ახტალა, სადაც რევმატიზმსა და სხვადასხვა დაავადებებს მკურნალობენ.
მთაში დასვენებას თუ გადაწყვეტთ, აქაც ბევრი არჩევანი გაქვთ. შეგიძლიათ აღმოსავლეთ საქართველოში თუშეთს ეწვიოთ, რომელიც წელიწადის მხოლოდ 4 თვესაა დამსვენებლებისთვის ხელმისაწვდომი. აქ თქვენ გაეცნობით თუშურ ტრადიციებსა და კულტურას. შეძლებთ ეწვიოთ მეცხვარეებს და გაეცნოთ მათ ცხოვრების წესსა და სტილს.
მთიანი ულამაზესი რეგიონია რაჭა, სადაც სოჭის ტყეები, კულტურული ძეგლები და უამრავი სალაშქრო ბილიკებია.
მთაზე საუბრისას კავკასიონის მთებით გარშემორტყმული სვანეთიც არ უნდა გამოგვრჩეს, სადაც მეთორმეტე საუკუნის კოშკები და საოცარი მთები გელოდებათ.
საქართველოში კიდევ უამრავი ადგილია სანახავი და მათ აღმოსაჩენად ალბათ რამოდენიმე ვიზიტი დაგჭირდებათ. თუმცა თუ თავისუფალი 2 კვირა გაქვთ და საქართველოში დასვენებას გეგმავთ, ჩვენს 2 კვირიან ტურს გაეცანით.